понедельник, 4 мая 2015 г.

სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
ლალი კოპალიანი

ლენტეხი

მე-2 საჯარო

ლენტეხი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
მთელი წელი ერთ ალბომში
თემის შინაარსი
ლექსიკური მარაგის გამდიდრება წელიწადის დროებზე საუბრის საშვალებით
საგანი 
რუსული ენა
დონე/კლასი  
.II.VIII.  კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
ოთხი კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
2-3.ორიენტირი-სეზონები  ლექსიკური ერთეული- зима, лето, весиа,осеиь.
3-4.лексика, речь, текст.  Речь диалогическая и монолитическая.  Текст. Тема текста.Остовная мисль тенкста.Простой план.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოწავლე შეძლებს სხვადასხა ხერხით გაიმდიდროს და განამტკიცოს ლექსიკური მარაგი.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
ვართ თუ არა მზად სასსაუბროდ?
თემატური კითხვები

ვისაუბროთ თუ არა დღევანდელ ამინდთან დაკავშირებით
საიდან მოდის წვიმა?
წელიწადის რომელ დროს წვიმს უფრო ხშირად?
შინაარსობრივი კითხვები

რა განაპირობებს წელიწადის დროებს?
რას აკეთებენ ადამიანები სხვადასხვა ტიპის ამინდისათვის  მოსამზადებლად?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ







მიზანი:
1.მოსწავლეს ეხმარება სწაბლის პროცესის გაანალიზებაში


1.აქტიობა: „ვიცი მინდამინდა ვიცოდე, ვისწავლე „თემაზე:“წელიწადის დროები“
2.კითხვა -პასუხი(ელექტრონული ფორმით)
3.ორმხრივი ჩანაწერის ჟურნალი

მიზანი:
მასწავლებელს ეხმარება
1.მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენაში
2.მოსწავლეთა მცდარი შეხედულებებისს დადგენაში
3. 21-საუკუნის უნარჩვევების წინასწარ დადგენაში
1.დაკვირვებიის პოსტერი თანამშრომლობითი უნარების მონიტორინგისატვის
2.დაკვირვების ჩატარება და პრეზენტაცია
3.მასწავლებელი პერიოდულად უბრუნდება მიმართულების მიმცემ საკვანძო საკიტხებს რათა გაანალიზოს მოსწავლის გაგების დონე
4.საგაზეთო რუბრიკა და რეფლექსურიესეე.
2.მასწავლებელს ეხმარება კვლევის სწორი მიმართულების  შენარცუნებაში და მოსწაბლეთა ჩართულობის უზრუნველყოფაში
1.საგაზეთო რუბრიკა
2. რეფლექსური ესეე.
მიზანი: 1.მასალის გაგებისა და ამა თუ იმ უნარჩვევების ათვისების ხარისხის შემოწმება, 2.სტანდარტთან შესაბამისობა
3.თვითშეფასება






შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
წინაერე ცოდნის დასადგენად ჩავატარებ აქტივობას „ვიცი, მინდა ვიცოდე გავიგე“თემაზე;წელიწადის დროები დაკითხვა-პასუხი .მოსწავლეთა მცდარი შეხედულების დადგენაში. დაკვირვების პოსტერი და პრეზენტაციის ჩატარება დაემეხმარება  მოსწავლეებს სწავლის პროცესის გაცნობიერებაშიდა თანამშრომლობითი პროცესის სწავლაში.პერიოდული მიმარტულების მიმცემი საკვანძო კითხვები--კვლევის  სწორი მიმართულების შენარჩუნებაში.საგაზეთო რუბრიკა და რეფლექსური ესეე -21 ე საუკუნის უნარცვევების ხარისხის შემოწმებაში დასტანდარტთან შესაბამისობის დადგენაში.ლექსიკური მეტყველების განვითარებაში
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებს შეუძლიათ კლევის მიზნის განსაზღვრა, სჭირო ინვენტარის მოძიება , კვლევის შედეგების ვარაუდი და მონაცემთა ანალიზი. იცნობს ენერგიის სხვადასხვა სახეს და მსჯელობს ენერგიის შენახვის ფორმებზე. იყენებს საკომუნიკაციო საშუალებებს
სასწავლო პროცედურები

   პროექტის დაწყებამდე შევკრებ მოსწავლეებს, გავაცნობ შეკრების მიზეზს და შემთხვევითი შერჩევის გზით, კერძოდ    სასწავლო პროგრამის დისკის მეოთხე მოდულში „წყვილში მუშაობა და ჯგუფთან გაზიარება“ განთავსებულია ელექტრონული ცხრილი , რომლის საფუძველზე ნებისმიერი სიდიდის ჯგუფები შეიძლება შეიქმნას. ჩავწერ ამ ცხრილში მოსწავლეთა სახელებს დავაჭერ ღილაკს და პროგრამა შემთხვევითობის პრინციპით ამოარჩევს სახელებს და დაალაგებს ჯგუფებად.  მოსწავლეებს დაეუფლოთ ობიექტურობის განცდა. ჩემთხვევითი გზით აირჩევენ მოსწავლეები ჯგუფის ხელმძღვანელს.
      თემის სათაურის შესარჩევად გავმართავ დისკუსიას. სადისკუსიო თემასთან დაკავშირებით  მოსწავლეებს დაფაზე ჩამოვუწერ ზოგად შეკითხვებს, დისკუსიის დროს ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება გამოთქვას თავისი აზრი, იდეა. მოსწავლეები შეხედულებებს გაუცვლიან ერთმანეთს.
      დისკუსიის გარდა გამოვიყენებ  ურთიერთშეფასებისა და „კითხვა- პასუხით შეფასების ეს ინსტრუმენტები ხელს უწყობს მოსწავლეთა წინარე ცოდნის გამოვლენას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების წინასწარ შეფასებას,და მოსწავლეთა  მცდარი შეხედულებების წინასწარ დადგენას.
        მოსწავლეებმა აირჩიეს სათაური „მთელი წელი ერთ ალბომში“
      სამ ჯგუფს ცალ-ცალკე დაევალა შექმნან ბროშურა, გაზეთი, ბუკლეტი. ამ დავალების შესასრულებლად მიეცათ სამი დღე, რათა მოიპოვონ შესაბამისი ინფორმაცია  და მოამზადონ სტატიები. მოსწავლეები ეცნობიან და აფასებენ ერთმანეთის ნაშრომს და ფართო მასების ინფორმირების მიზნით დაარიგებენ მშობლებში, პედაგოგებში, გამგეობის თანამშრომლებში. ----- ერთი კვირა
        როცა მოსწავლეები შეასრულებენ სამუშაოს პირველ ეტაპს დავშლი ძველ ჯგუფებს, შევცვლი ჯგუფის ხელმძღვანელებს, ავირჩევ ისევ შემთხვევითი არჩევის გზით, ასეთი მეთოდით არჩეული  ყველა მოსწავლე მაქსიმალურად იქნება ჩართული სამუშაო პროცესში,   მუშაობის ყველა ეტაპზე  მოსწავლეების ნაშრომს  მივცემ შესაფერის შეფასებას.
    ჯგუფის ხელმძღვანელებს  პროექტის დაწყებამდე ელექტრონული ფოსტით გადავუგზავნი  თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს,    ხელმძღვანელები გააცნობენ ამ კითხვებს თავიანთ ჯგუფის წევრებს,.ერთად შეისწავლიან ამ კითხვებს. ჯგუფებში ვანაწილებ დავალებებს: ერთ ჯგუფს დაევალა  ფოტო სურათების  შეგროვება ალბომისათვის  წელიწადის დროებთან დაკავშირებით  .. მეორე ჯგუფი მუშაობს -პატარა ჩცანახატის დაწერაზე წელიწადის დროებზე  თვეების მიხედვით: ამინდის სესახებ ,რომელ თვესი რა ხდება  მესამე ჯგუფი განათავსებს მოპოვებულ იმფორმაციას ელექტრონულ  ფორმატზე, გააფორმებს შესაბამისი ფოტოსურათებით და გააკეთებს პრეზენტაციას   -----  ორი კვირა
         მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციის და პროექტის შეფასების ჩეკლისტებს. შეფასების ეს ინსტრუმენტები  ეხმარება მოსწავლეებს სწავლის   პროცესის გაანალიზებაში, თვითმონიტორინგში , თანამშრომლობით სწავლებაში.
          პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ საგაზეთო რუბრიკას,  ვიყენებ რეფლექსიას, რეფლექსური ესეე . ამ სქემის გამოყენებით მოსწავლეები ნათლად დაინახავენ რა ისწავლეს, შეაფასებენ ერთმანეთს და თავისთავს. (4 დღე)
   პროექტის დამთავრების შემდეგ გამოყენებული შეფასების ინსტრუმენტების მიზანია მასალის გაგებისა და უნარ -ჩვევების ხარისხის შემოწმება, მოსწავლეთა ცოდნის თანხვედრა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
    პროექტი დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტების მიღწევაში, ეროვნულ სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში. ---ერთი კვირა.
    შეფასდება:1. ჩანახატი 2.გაფორმება  3.პრეზენტაცია














დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა შესაძლებლობების შესაბამის დავალებების განაწილებას. გამოიყენებენ ადაპტირებულ აღჭურვილობას და პროგრამას. მივცემ მარტივ დავალებას, მაგ/ფოტოების გადაღება

არაქართულენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

არაქართულენოვანი მოსწავლეები






 ინფორმაციას მოიპოვებენ მშობლიურ ენეზე; გამოვიყენებ ტექსტებს გრაფიკული გამოსახულებით;  ორენოვან ლექსიკონებს, თარგმანის პროგრამებს,  ილუსტრირებულ ტექსტებს.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ  მოსწავლეებს მივცემ საშუალებას იმუშაონ ცოდნის წარმოჩენის განსხვავებული მეთოდებით. მაგალითად: რთულ დავალებები. სიღრმისეული კვლევა; ღია დავალებები და პროექტები.
        
     
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
შეგიძლიათ იხილოთ  ბიბლიოგრაფიის ჩანართში
ინვენტარი/მასალები
ძირითადი მასალები, რომლებიც თემის ჩასატარებლად შეუკვეთეთ ან შეაგროვეთ და რომლებიც კურსის კონკრეტულ საკითხებს უკავშირდება. საჭირო არაა ყოველდღიური მასალების შეტანა, რომლებიც ისედაც ხელმისაწვდომია კლასში.
ინტერნეტრესურსები
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, ექსპერიმენტები, მოწვეული სტუმრები, მენტორები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.



Комментариев нет:

Отправить комментарий